H&M რუსეთს მთლიანად ტოვებს

ტანსაცმლის მაღაზიების შვედური ქსელი – H&M-ი რუსეთს მთლიანად ტოვებს.

ამის შესახებ კომპანიაში განაცხადეს.

მარტის დასაწყისში H&M Group-მა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაყიდვები შეაჩერა.

გასვლის მიზეზად დასახელდა „ოპერაციული პრობლემები და არაპროგნოზირებადი მომავალი“.

ქსელი გეგმავს, რუსეთში დროებით გახსნას საკუთარი მაღაზიები, რომ გაყიდოს დარჩენილი საქონელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები