ასოციაცია „მერკურსა“ და ხობის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, ხობის მუნიციპალიტეტსა და ასოციაცია „მერკურს“ შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფრის ფუნქციონირებისათვის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და ასოციაცია „მერკურის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნანა თოდუამ მოაწერეს ხელი.
მხარეების ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს: ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავებასა და განხორციელებას.