ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს

რაჭაში, საგლოლო-ჭიორა-ღების გზის 1კმ-12კმ მონაკვეთზე და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთების აღდგენა აქტიურად ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დაზიანებულ მონაკვეთებზე ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა ფენის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულებაც 11.7 მლნ. ლარამდეა.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები