ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები სასამართლო გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ
ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავენ.
სასამართლომ შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებულები – ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დამნაშავედ ცნო. ბექა ლატარიას სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბიძინა ხასიას – 17 წლით, ხოლო ლევან რაჯავას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, 2021 წლის 18 ოქტომბერს ანასტასია შატალოვა თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი ბინის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. შატალოვას, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე 3 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა, ჯერ ჩაუსაფრდნენ და თავს მაშინ დაესხნენ, როცა გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდა.