მიხეილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ქალაქ ვინიცაზე რუსული სარაკეტო თავდასხმა, პუტინის მიერ დამტკიცებული სამხედრო სტრატეგია იყო
ვინიცა, კრემენჩუკი, ჩასივ იარი, ხარკოვი. რუსეთის ფედერაციის შეტევები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე – არა შეცდომა, არამედ დამტკიცებული სამხედრო სტრატეგიაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთი ვერ ამარცხებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლაში, ამიტომ მიმართავს ბარბაროსობას: ტერორისტულ თავდასხმებს, ინფრასტრუქტურის განადგურებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას“, – წერს მიხეილ პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ვინიცა დაბომბეს, რომლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის არის ბავშვიც.