ვისთვის არის რეკომენდებული მეორე „ბუსტერ“ დოზის მიღება – თამარ გაბუნიას განმარტება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროტოკოლს, რომლის თანახმად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი „ბუსტერ“ დოზა დასაშვებია 50 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე – სამედიცინო პერსონალისთვის.

“COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებით ,,ბუსტერ,, დოზასთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე ,,ბუსტერ,, დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. 18 წლის ზევით პირებში, ჯერჯერობით, არცერთ ამ ორგანიზაციას, მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, გამონაკლისის სახით, მეორე ,,ბუსტერ,, დოზით ვაქცინაცია, ასაკის მიუხედავად, დასაშვებია მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება და დამატებითი ბუსტერ დოზის ადმინისტრირებას მიმღები ქვეყანა ითხოვს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები