გორში შინდისის გმირების გამზირის დასუფთავება დაიწო

გორში შინდისის გმირების გამზირის დასუფთავება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომლებსაც გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს, რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

“ორგანიზაციის თანამშრომლებმა ტროტუარების გაწმენდა ველური მცენარეებისა და მიწისგან დღეს დილიდან დაიწყეს. შინდისის გმირების გამზირზე დღის განმავლობაში მძიმე ტექნიკაც მუშაობდა.
გარდა გაწმენდითი სამუშაოებისა, შინდისის გმირების გამზირზე იგეგმება ასევე გარე განათების სისტემის განახლება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები