ლარი გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8643 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0084 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8613 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8815 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0202 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.