“რუსეთი ყოველდღიურად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს” – ზელენსკი ვინიცას სარაკეტო იერიშზე
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ ვინიცას სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანია დაღუპული და 30-ზე მეტი – დაშავებული.
ზელენსკის თქმით, რუსეთი ყოველდღიურად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, “კლავს უკრაინელ ბავშვებს, რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებისკენ მიმართავს”.
„ვინიცა. სარაკეტო თავდასხმები ქალაქის ცენტრში. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მათ შორის – მცირეწლოვანი ბავშვი. რუსეთი ყოველდღიურად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებზე მიმართავს, სადაც არაფერია სამხედრო. რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი…?“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.