ვინიცაში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდეა გაზრდილი, მათ შორის ბავშვია (ფოტო, ვიდეო)
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ვინიცა დაბომბეს, რომლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, მათ შორის არის ბავშვიც.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აღნიშნავენ, რომ დაშავებულია, სულ მცირე, 30 მოქალაქე.
წინასწარი ინფორმაციით, სამი რაკეტა შენობას მოხვდა, რომელშიც ოფისებია განთავსებული.
გარდა ამისა, იერიშების შედეგად, დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები.
“შემთხვევის ადგილზე ხანძარიც გაჩნდა, ცეცხლი ავტოსადგომს მოედო. ამჟამად, 50-მდე მანქანა იწვის. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ვინიცაში გაგზავნილია ეროვნული პოლიციის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის სპეციალიზებული საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი და ექსპერტიზის ლაბორატორია.