ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
თბილისის საქალაქო სასამართლო ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს განაჩენს დღეს გამოუტანს.
პროკურატურა ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობას 3 პირს ედავება. მათგან ორ პირს ბრალდება დაუმძიმდა, გამოძიება მათ თავდაპირველად განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გადაკვალიფიცირების შემდეგ კი ეს მუხლი ჯგუფური მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 109-ე) შეიცვალა.
ცნობისთვის, 2021 წლის 18 ოქტომბერს ანასტასია შატალოვა თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი ბინის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. შატალოვას, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე 3 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა, ჯერ ჩაუსაფრდნენ და თავს მაშინ დაესხნენ, როცა გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდა.