“დინამო ბათუმს” კიდევ ერთი ახალი სპონსორი ეყოლება

“დინამო ბათუმის” ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. “დინამო ბათუმსა” და საერთაშორისო კომპანია Lixin Group-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულების შემდეგ, კლუბს კიდევ ერთი საერთაშორისო კომპანია დაასპონსორებს.

შეთანხმების თანახმად, საქართველოს ჩემპიონ გუნდს კომპანია CoinW სასპონსორო თანხით 150000 USD უზრუნველყოფს.

CoinW არის მსოფლიო დონის ინტეგრირებული სავაჭრო პლატფორმა, რომელსაც 12 სავაჭრო სერვისცენტრი აქვს 8 ქვეყანაში.

CoinW ფლობს აშშ-ის MSB ფინანსურ ლიცენზიას, სინგაპურის MAS ლიცენზიას.

სპონსორის მოძიებაში ჩართული იყო თომას სუ, რომელსაც ბათუმის საპატიო პრეზიდენტის წოდება რამდენიმე თვის წინ მიენიჭა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები