გაეროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 5 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის (OHCHR) განცხადებით, 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 5 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

როგორც გაეროში აღნიშნავენ, გარდაცვლილთა რეალური რიცხვი სავარაუდოდ, ბევრად მეტია.

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 5 024 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 520 – დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები