რუსეთმა უკრაინას 30 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

რუსეთმა უკრაინას 30 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცხედრების გაცვლა ზაპოროჟიეს ოლქში მოხდა, რომლის პროცესშიც უკრაინული მხრიდან ოლეგ კოტენკო, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, გენერალური შტაბი და სხვა სამართალდამცავი უწყებები მონაწილეობდნენ.

ეს იყო გაცვლა თუ ცალმხრივი ტრანსფერი, უკრაინული წყაროები არ აკონკრეტებენ.

მედიის ცნობით, ცხედრებს დაღუპულთა ახლობლებს გადასცემენ, რათა ისინი ღირსეულად დაკრძალონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები