ჯანმო: COVID-19 კვლავ გლობალურ საფრთხედ რჩება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, COVID-19 კვლავ გლობალურ საფრთხედ რჩება.

დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი საგანგებო სიტუაციების კომიტეტის თქმით, შემთხვევების ზრდა, ვირუსული ევოლუცია და ზეწოლა ჯანდაცვის სერვისებზე რიგ ქვეყნებში ნიშნავს, რომ სიტუაცია კვლავ საგანგაშოა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, კორონავირუსის შემთხვევები გლობალურად 30%-ით გაიზარდა, თუმცა მოსახლეობის იმუნიტეტის გაზრდის შედეგად ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა.

”COVID-19 არსად არ დასრულებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები