“დარჩით თავშესაფრებში, ქუჩებში არ გახვიდეთ” – ოკუპანტებმა დღეს ხარკოვის ინდუსტრიული რაიონი დაბომბეს

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ ოკუპანტებმა დღეს ხარკოვის ინდუსტრიული რაიონი დაბომბეს.

ამის შესახებ მან “ტელეგრამის” არხზე დაწერა.

“რუსებმა ხარკოვის ინდუსტრიული რაიონი დაბომბეს. მივმართავთ ხარკოვის მოსახლეობას: დარჩით თავშესაფრებში, ქალაქის ქუჩებში საჭიროების გარეშე არ გამოხვიდეთ. იყავით მაქსიმალურად ფრთხილად!”, – მოუწოდა ხალხს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები