“ოკუპანტებს ლისიჩანსკიდან კომუნალური ტექნიკა გააქვთ” – გაიდაი
რუს ოკუპანტებს ლისიჩანსკიდან მუნიციპალური ტექნიკა გაურკვეველი მიმართულებით გააქვთ.
ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
“ამასობაში, ლისიჩანსკში კომუნალური ტექნიკა “ქრება”. ის არ იგზავნება ნანგრევების გასასუფთავებლად ან კომუნიკაციების შესაკეთებლად,” – დაწერა მან.
გაიდაის თქმით, ოკუპანტებს გაურკვეველი მიმართულებით გაჰყავთ ბოლო წლებში შეძენილი აღჭურვილობა.
“ადგილობრივ საბინაო და კომუნალურ სამსახურებს ტექნიკის გარეშე ტოვებენ. ასეთი შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობა მას შემდეგ ხდება, რაც კომენდანტურა კომუნალურ ან კერძო საწარმოს “ოფიციალურად შეისწავლის”, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.