ჩასივ-იარში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია

ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარში 5-სართულიანი შენობის დაბომბვის შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილი ცხედრების რაოდენობა 34-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანი ამოიყვანეს.

კირილენკოს თქმით, უკრაინის დროით 06:30 საათისთვის მაშველებმა ნანგრევების, დაახლოებით, 70% გაწმინდეს.

9 ივლისს, საღამოს ოკუპანტებმა ქალაქი ჩასივ- იარი დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი 5-სართულიან საცხოვრებელ კორსპუსს მოხვდა, შენობის ორივე სადარბაზო მთლიანად არის დანგრეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები