დღეს საქართველოში მეცხრე მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს კიდევ ერთი, რიგით მეცხრე მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო ბიძგები თბილისის დროით 23:03 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსირდა და 3.7 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.