იაგო ხვიჩია: ოპოზიციამ ახალი „ჩათი“ შექმნა ჩვენს გარეშე

ოპოზიციის „ჩათიდან“ არ ამოვუშლივართ, სხვა „ჩათი“ შექმნეს ჩვენს გარეშე , – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლოს „ჩათი“ შეივსო სხვადასხვა გემოვნების და წარმოდგენის ხალხით შეივსო, რის გამოც დისკუსია ძალიან გართულდა.

„ჩათიდან“ არ ამოვუშლივართ, სხვა „ჩათი“ შექმნეს ჩვენს გარეშე. ამ „ჩათის“ ისტორია ასეთი იყო: არსებული „ჩათი“ ლევან იოსელიანმა შექმნა, რომ მინიმალური კოორდინაცია გვქონდა და თითო ფრაქციიდან ყოფილიყო თითო ან ორი ადამიანი. ბოლოს ეს „ჩათი“ შეივსო სხვადასხვანაირი ხალხით და ფაქტობრივად, დისკუსია ძალიან გართულდა, რადგან ბევრი სხვადასხვა გემოვნების და წარმოდგენის ადამიანი მოგროვდა ამ „ჩათში“, შესაბამისად, თავდაპირველ ჩანაფიქრს ეს „ჩათი“ ვერ ასრულებდა, მაგრამ შეხვედრები იგეგმებოდა. მერე ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც მოქალაქეები არ ესწრებოდნენ, ითქვა, რომ ხალხი, ვინც ამ შეხვედრაზე უარს აცხადებს და არ დადის, ზედმეტი ინფორმაციებით რატომ გადავტვირთოთო და „ჩათიდან“ ლევან იოსელიანის ამოღების საკითხი რომ დადგა, მე გავაპროტესტე, კაცს მისი შექმნილი „ჩათიდან“ რატომ უშვებთ-მეთქი. ბოლოს ისე მოხდა, რომ ახალი „ჩათი“ შექმნეს, სადაც არც მე ვარ და არც ლევანი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები