უკრაინული მედია: დონეცკის რეგიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დაახლოებით 80% ევაკუირებულია

დონეცკის რეგიონში ამჟამად, დაახლოებით, 340 000 (მოსახლეობის 20,4%) ადგილობრივი მოსახლეობა რჩება, ყველა დანარჩენი კი უსაფრთხო ადგილას არის ევაკუირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„24 თებერვლის მდგომარეობით, დონეცკის ოლქის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუდმივად 1 670 000 ადამიანი ცხოვრობდა. იქ, დაახლოებით 340 000 ადამიანი დარჩა“, – განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ.

მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია და ეს ადამიანები უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, შედარებით უსაფრთხო ზონებში განთავსებას საჭიროებენ.

როგორც მან აღნიშნა, გასული დღის განმავლობაში, ბახმუტისა და პოკროვსკის რაიონებიდან 252 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათი უმეტესობა იყო ბახმუტის რაიონიდან.

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ევაკუაცია კიდევ უფრო ეფექტური იყოს“, – განაცხადა კირილენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები