გიორგი ტატიშვილი: საქართველოში 16 მილიარდი მეტრ კუბის გაზის საბადოს არსებობა დადასტურდა

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის, გიორგი ტატიშვილის განცხადებით, ქვეყანაში 16 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა.

“ბლოკ ენერჯი” ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, შლუმბერჟეს გაბურღილ ჭაში, იმ მიმდებარე არეალში 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული. ეს, დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია მთლიანად. “ბლოკ ენერჯი” უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით, სავარაუდოდ, ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. ამის პარალელურად, ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს “ბლოკ ენერჯი”, რამაც 80%-ით გამოიწვია გაზის ამოღების ზრდა. “ბლოკ ენერჯის” აქვს 30 მილიონი კუბური მეტრის ამოღება, რაც არის, მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი. მას შემდეგ, რაც ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს რიცხვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება”, – განაცხადა გიორგი ტატიშვილმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები