შალვა პაპუაშვილი: ვისაც უნდა ევროკავშირი, რეკომენდაციების განხორციელებაში ჩაერთვება – ამაზე მარტივად ქართულ პოლიტიკაში ჯერ საკითხი არ ყოფილა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, ვისაც ევროკავშირი უნდა, რეკომენდაციების განხორციელებაში ჩაერთვება.

“ის, ვისაც უნდა ევროკავშირი, ვისაც უნდა ამ გზაზე სიარული, ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში. ის, ვინც არ ერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი. მგონი, ამაზე მარტივად ქართულ პოლიტიკაში ჯერ საკითხი არ ყოფილა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები