ანრი ოხანაშვილი: ქართულ მართლმსაჯულებას აქვს საკმარისი ნდობა და ამ ნდობის ხარისხით, პრაქტიკულად, ევროკავშირის ქვეყნების ნდობის ნიშნულს ვუახლოვდებით
“ქართულ მართლმსაჯულებას აქვს საკმარისი ნდობა, როგორც პროფესიულ საზოგადოებაში, ასევე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და ამ ნდობის ხარისხით, პრაქტიკულად, ევროკავშირის ქვეყნების ნდობის ნიშნულს ვუახლოვდებით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულმა მართლმსაჯულებამ დიდი განვითარება განიცადა.
„ქართული ოცნების“ გუნდმა მოიტანა ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. ეს არის ქართული მართლმსაჯულების განვითარების სრული აღწერა. ფაქტი ერთია, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ძალიან დიდი განვითარება განიცადა. ძალიან ბევრი რეკომენდაციაა შესრულებული და ეს არის ფაქტებით დადასტურებული. ქართულმა მართლმსაჯულებამ აღიარება მოიპოვა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, პარტნიორების მხრიდან. ქართულ მართლმსაჯულებას აქვს საკმარისი ნდობა როგორც პროფესიულ საზოგადოებაში, ასევე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და ამ ნდობის ხარისხით, პრაქტიკულად ევროკავშირის ქვეყნების ნდობის ნიშნულს ვუახლოვდებით“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.