“გაზპრომმა” გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადის” გავლით ევროპაში გაზის მიწოდება მთლიანად შეაჩერა და ამის მიზეზად ტექნიკური სამუშაოები დასახელდა, რომელიც 21 ივლისამდე გაგრძელდება.
შესაბამისი ინფორმაცია Nord Stream AG-მა გაავრცელა.
რუსეთში მილსადენის ექსპლუატაციის შეჩერება ივლისის დასაწყისში დაანონსდა. Nord Stream AG-ში აცხადებდნენ, რომ სარემონტო სამუშაოების გრაფიკი “გაზის ტრანსპორტირების პარტნიორებთან” არის შეთანხმებული და კოორდინებული.
გერმანიაში კი შიშობენ, რომ, ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსეთი მილსადენით ექსპორტს არ განაახლებს.