ლიეტუვამ კალინინგრადის მიმართულებით საქონლის ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა
ლიეტუვამ, ევროკავშირის ანტირუსული სანქციების ფარგლებში, საკუთარი ტერიტორიის გავლით კალინინგრადში საქონლის ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აღინიშნება, რომ ახალი შეზღუდვები დაწესდა ალკოჰოლზე, ალკოჰოლზე დაფუძნებულ სამრეწველო ქიმიკატებზე, ხესა და ცემენტზე.