გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციური პარტიების ნაწილს უნდა, რომ რიგგარეშე სესიის დროს აჟიოტაჟი შექმნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილს უნდა, რომ რიგგარეშე სესიის დროს აჟიოტაჟი შექმნას.

მისივე თქმით, საზოგადოების ინტერესია, ევროკომისიის რეკომენდაციების 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით ანგარიში მოისმინოს.

„ოპოზიციური პარტიების ნაწილს უნდა, რომ რიგგარეშე სესიის დროს აჟიოტაჟი შექმნას. აქედან გამომდინარე, მათ სურთ, რომ არა 12-პუნქტიან გეგმაზე ისაუბრონ, არამედ იმაზე, როგორ შეიცვალოს მთავრობა, მოვიდეს ტექნიკური მთავრობა და ა.შ. ეს უკვე მათი ხელწერაა. საზოგადოება ამას კარგად გრძნობს და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საზოგადოების ინტერესია არა რიგგარეშე სესიების ჩატარება არამედ ის არის, რომ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ანგარიში საჯაროდ ჩავაბაროთ საზოგადოებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები