“ნათესებს ცეცხლი უკიდია” – ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევში გამთენიისას ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა, ერთი მოქალაქე დაშავდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა დაწერა.

ასევე, მისი ინფორმაციით, 10 ივლისს ადგილობრივი 10:40 საათზე და 21:30 საათზე დაიბომბა სკოლა, საცხოვრებელი სახლები, ღია მეურნეობები, თუმცა, არავინ დაშავებულა.

კიმის თქმით, 10 ივლისის დაბომბვის შედეგად სოფელ ბერეზნეგოვაცკოსა სოფელ ლიმანიში ​ნათესების მინდვრებში ხანძარი იყო გაჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები