“გადასახადების შემცირება დაიწყება” – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი პრემიერად იყრის კენჭს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე იყრის კენჭს.

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

დიპლომატის თქმით, პრემიერმინისტრად არჩევის შემთხვევაში, “პირველივე დღიდან დაიწყება გადასახადების შემცირება“.

”გავაუქმებდი აპრილში მომხდარ ეროვნული დაზღვევის გაზრდას, დავრწმუნდებოდი, რომ შევინარჩუნებთ კონკურენტულ კორპორატიულ გადასახადს, რომ ბრიტანეთში ბიზნესი და ინვესტიციები მოვიზიდოთ. ვაპირებ ისე გავაკეთო, რომ კერძო სექტორი უფრო სწრაფად გაიზარდოს, ვიდრე საჯარო სექტორი, ასევე, გრძელვადიანი გეგმით – შევამციროთ ხარჯები და საგადასახადო ტვირთი“, – განაცხადა მან.

46 წლის ტრასი დიდი ხანია, მოიაზრება ბორის ჯონსონის შემცვლელად, გამოკითხვებმა აჩვენა მისი პოპულარობა კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის.

ტრასი 2010 წლიდან იყო დეპუტატი. ის უწყვეტად იკავებდა მინისტრების პორტფელებს რამდენიმე მთავრობაში – დევიდ კამერონის, ტერეზა მეის და ბორის ჯონსონის კაბინეტებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები