„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კონფერენცია გამართა
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კონფერენცია გამართა.
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ცნობით, მცხეთაში გამართულ კონფერენციაზე, ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინა. გაკეთდა თემატური მოხსენებები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები თამარ ტალიაშვილი, ხატია წილოსანი, მაია ბითაძე, ნინო იობაშვილი, ნაირა მარშანია.
დღესვე ჩატარდება თბილისის ორგანიზაციის კონფერენცია.