უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი დაიღუპა.
კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. ის 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ჯარისკაცის ცხედარი უკვე ლუგანსკის ოლქშია გადასვენებული. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.