მიხეილ სარჯველაძე: ქვეყნისთვის ტოპ პრიორიტეტი 12 პუნქტის შესრულებაა, რომელზეც მთელი ყურადღება კონცენტრირებული გვაქვს, ამასვე მოვუწოდებთ ოპოზიციასაც

ამ წუთას ქვეყნისთვის ტოპ პრიორიტეტი არის იმ 12 პუნქტის შესრულება, რომელზეც მთელი ყურადღება კონცენტრირებული გვაქვს, ამასვე მოვუწოდებთ ოპოზიციასაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში განაცხადა.

„ნურავის გავუღვივებთ ინტერესს ან განცდას, რომ ვინმეს შესაძლებლობები აქვს, რომ რაღაც დესტრუქციული გეგმების განხორციელებაზე ილაპარაკოს. ასევე, ულტიმატუმით საუბრის შესაძლებლობაც არავის უნდა ჰქონდეს, ქვეყნისთვის მთავარი ინტერესი ეს არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები