გია ვოლსკი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის ჩატარებულ უფასო სამედიცინო აქციას დაესწრო

სოფელ აძვში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. ათზე მეტი სამედიცინო დაწესებულების სხვადასხვა პროფილის ექიმებმა პაციენტებს პროფილაქტიკური კვლევები ჩაუტარეს და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტები გადასცეს.

„ჩამოსულია ყველა დარგის ცნობილი და მაღალი დონის ექიმები. ადგილობრივი სამედიცინო პერსონალიც დაგხვდა. ასეთ ღონისძიებებს ხშირად ვატარებთ ყოველგვარი თხოვნის გარეშე, რადგან ეს კარგი საქმეა, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომელიც დაძაბულობაში ცხოვრობს. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ექიმებს, რომელიც მოდიან და თავის პროფესიონალიზმს შაბათს და კვირას უთმობენ ამ ხალხის მომსახურებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

აქციას ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

აქცია ორგანიზაცია „ქართული ოცნება – ჯანსაღი მომავლის“ ინიციატივით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები