კახა კალაძე: ჩვენს თანაქალაქელებს და საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს ვულოცავ ყურბან-ბაირამს, ვუერთდები თქვენს ზეიმს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

„მინდა, პირველ რიგში, ჩვენს თანაქალაქელებს და საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს მივულოცო ყურბან-ბაირამის დღესასწაული. ჩემო მეგობრებო, ვუერთდები თქვენს ზეიმს და გულით ვისურვებ, რომ ამ დღემ მოიტანოს თქვენს ოჯახებში და მთელ ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები