ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაულს. კეთილდღეობას, სიხარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ ყველას“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, ხორცის ნაწილს კი მეზობლებსა და უპოვრებს უნაწილებენ. სადღესასწაულო სუფრისთვის უხვად ამზადებენ ტკბილეულსაც, მათ შორის ჰალვას. ასევე, მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები