ირაკლი ღარიბაშვილი: შინძო აბე თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო, ამ გლოვის დროს, იაპონელი ხალხის გვერდით ვდგავართ

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, შინძო აბეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს, რომ შინძო აბე თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო.

„უდიდეს პატივისცემას და გულისტკივილს გამოვხატავ შინძო აბეს ოჯახის და ახლობლების მიმართ. ეს არის ენით გამოუთქმელი ტრაგედია. იაპონიის პრემიერმინისტრი თავისი ქვეყნის ნამდვილად გამორჩეული ლიდერი იყო. ამ გლოვის დროს, იაპონელი ხალხის გვერდით ვდგავართ”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები