ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი, კარლ ნეჰამერი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
კარლ ნეჰამერი აღნიშნავს, რომ ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი „ტვიტერში” წერს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების შესაძლებლობები განიხილა.
“2022 წელს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ჩვენ ასევე გვაკავშირებს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, შესაბამისად, ძალიან გამიხარდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა! განსახილველი თემები იყო ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმით ომს, რომელსაც ჩვენ ორივე ვგმობთ. აქ არ შეიძლება, დავიწყებულ იქნეს გაყინული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში. ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”, – აღნიშნავს კარლ ნეჰამერი.
2022 feiern wir 30 Jahre diplomatische Beziehungen m. Georgien, uns verbindet auch eine enge wirtschaftliche Partnerschaft. Es hat mich daher gefreut, PM @GharibashviliGe zu treffen! Themen waren unsere bilaterale Zusammenarbeit & Möglichkeiten zur weiteren Annäherung an die EU. pic.twitter.com/NVr0MGy8Cx
— Karl Nehammer (@karlnehammer) July 8, 2022