აჭარას პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაცია ეწვია
აჭარას, ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით, ქვემო სილეზიის მარშალის მოადგილის – მარცინ კრჟანოვსკის მეთაურობით, პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაცია ეწვია.
25-კაციან დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ქვემო სილეზიის სეიმიკის წევრები, მეწარმეები, მეღვინეები და მედიის წარმომადგენლები არიან, დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა.
ზაზა შავაძემ დელეგაციის წარმომადგენლებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მინისტრმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა რეგიონში აგრარულ დარგში არსებულ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.
ოფიციალურ შეხვედრაზე პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა უჩა სურმანიძემ დელეგაციას რეგიონის აგრარულ სექტორში განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.
მხარეებმა აჭარასა და ქვემო სილეზიის შორის სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვეს და აღინიშნა, რომ სხვადასხვა დარგში თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.