ბელარუსი პოლონეთს სარაკეტო თავდასხმით ემუქრება

ბელარუსი დასავლეთის ქვეყნების შესაძლო პროვოკაციების საპასუხოდ, პოლონეთს სარაკეტო თავდასხმით ემუქრება.

ამის შესახებ ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსლან კოსიგინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დასავლური პროვოკაციებისა და კონფლიქტის შემთხვევაში, თავდასხმის ძირითადი სამიზნე პოლონეთის ტერიტორია თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით გახდება.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ბელარუსი მზად არის სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის.

„არ ვისურვებდი, რომ ეს სცენარი იყოს სამხედრო, მაგრამ დასავლეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ ჩვენი პასუხი ნებისმიერ შეიარაღებულ პროვოკაციაზე აუცილებლად იქნება შესაბამისი და მკაცრი“, – განმარტა კოსიგინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები