“ჯონსონის გადადგომა რუსეთ-უკრაინის ომში ლონდონის პოლიტიკაზე გავლენას ვერ იქონიებს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობიდან ბორის ჯონსონის გადადგომა რუსეთ-უკრაინის ომში ლონდონის პოლიტიკაზე გავლენას ვერ იქონიებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ჯონსონს “უკრაინის ნამდვილი მეგობარი” უწოდა და გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინის მიმართ ბრიტანეთის პოლიტიკა მისი გადადგომის შემდეგ არ შეიცვლება.
ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინამ ბევრი რამ მიიღო ჯონსონთან ურთიერთობებიდან, პირველ ყოვლისა, სამხედრო მხარდაჭერა.
მან დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბარი ექნება ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან მისი გადადგომის შემდეგ.