მედია ბრიტანეთის ახალი პრემიერის მთავარ კანდიდატს ასახელებს

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის მომავალი პრემიერმინისტრის პოსტზე აშკარა ფავორიტია.

ამას მოწმობს YouGov-ის ბოლო გამოკითხვა მეტყველებს, – იტყობინება Sky News-ი.

კონსერვატიული პარტიის წევრების ახალი გამოკითხვის თანახმად, თავდაცვის მდივანი, ბენ უოლესი აშკარა ფავორიტია. ის უსწრებს ყველა მთავარ კონკურენტს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ ტრასს.

ბენ უოლესმა ბორის ჯონსონის მთავრობაში უკრაინისადმი ბრიტანეთის მხარდაჭერაში მთავარი როლი ითამაშა.

უოლესმა ბორის ჯონსონის მხარდაჭერა ბოლომდე შეინარჩუნა და მხოლოდ დილით მოხსნა, თუმცა, კაბინეტის 50-ზე მეტი წევრის მსგავსად, მას თანამდებობა არ დაუტოვებია.

მინისტრმა აღნიშნული ახსნა იმით, რომ მას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება პრემიერმინისტრი.

მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტს დღეს დატოვებს, თუმცა, უფლებამოსილების შესრულებას შემოდგომამდე გააგრძელებს.

მოსალოდნელია, რომ მან განცხადება უკვე უახლოეს 40 წუთში გააკეთოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები