“განადგურდა 35 ტონა მარცვლეული” – ოკუპანტებმა ოდესის რეგიონი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას ოდესის რეგიონი დაბომბეს.

ამის შესახებ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა, სერგეი ბრაჩუკმა “ტელეგრამში” დაწერა.

“გამთენიისას მტერმა ორი რაკეტით იერიში მიიტანა რეგიონის ერთ-ერთ რაიონზე. ბომბი მოხვდა ორ სასოფლო-სამეურნეო საცავს, განადგურდა 35 ტონა მარცვლეული“, – დააზუსტა მან.

ასევე, ბრაჩუკის თქმით, მნიშვნელოვნად დაზიანდა ზმეინის კუნძულის ნავმისადგომი.

წინასწარი ინფორმაციით, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები