რატი იონათამიშვილი: ოპოზიცია ახლაც შეკრებილია იმისთვის, რომ არ განხორციელდეს ის გეგმა, რომელიც საქართველოს დააახლოებს ევროკავშირთან

მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ახლაც შეკრებილია იმისთვის, რომ არ განხორციელდეს ის გეგმა, რომელიც საქართველოს დააახლოებს ევროკავშირთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

“როგორც ჩანს, ეს არის დღეს მათი მთავარი საზრუნავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გადადგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს თანამშრომლობისთვის და ეს, პირველ ყოვლისა, რადიკალიზაციისა და პოლარიზების შემცირებისკენ იქნება მოწოდებული. თუმცა, ეს არის მათი არჩევანი და არა  – ქართველი ხალხის და, მით უმეტეს, იმ გუნდის, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა აღებული მოსახლეობის წინაშე, რომ ქმედითი და პროაქტიური ნაბიჯები გადადგას ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებისთვის. მე მოხარული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული გეგმა საკმაოდ დადებითი შეფასებებით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს ბუნებრივიც იყო, ვინაიდან თითოეული რეკომენდაციის ირგვლივ კონკრეტული ნაბიჯები და კონკრეტული ვადები არის გაწერილი. მნიშვნელოვანია, რომ გეგმის გამოცხადებამ დიდი პოზიტივი მოუტანა ჩვენს ქვეყანას. როგორც ჩანს, ამან ძალიან დასწყვიტა გული რადიკალურ ოპოზიციას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები