სუბარი – ხოშტარიაზე: საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ გვხვდება შემთხვევა, როდესაც ამხელა თანხები საავტორო უფლებებისთვის ვინმეს მიეღოს

ყოფილი დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ისტორიას არ ახსოვს, საავტორო უფლებებისთვის ამხელა ანაზღაურება მიეღოს ვინმეს. აღნიშნული განცხადება სუბარმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას გააკეთა.

“როდესაც ადამიანი ემსახურება რომელიმე ქვეყნის ინტერესს და ამის დაფარვა უნდა, პირველ ყოვლისა, ყველაზე მკაცრად სწორედ ისეთი ადამიანები ლანძღავენ იმ ქვეყანას, რომლის ინტერესებსაც ისინი ახორციელებენ. ის თანხები, რომლებიც ირიცხება რუსეთიდან ვითომ საავტორო უფლებების ეგიდით, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სულ სხვა საქმიანობასთან. საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ გვხვდება შემთხვევა, როდესაც ამხელა თანხები {საავტორო უფლებებისთვის} ვინმეს მიეღოს”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები