ალექსანდრე ელისაშვილი: თემატური მოკვლევის მიზანია, მოვიფიქროთ ახალი შინაარსი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის
პარლამენტის კულტურის კომიტეტთან არსებულმა თემატურმა ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე საფორთიფიკაციო ნაგებობების კონსერვაცია/რესტავრაცია და ფუნქციური რევიტალიზაციასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. თემატური ჯგუფის მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა მოკვლევის თემის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებმა ჩვენ ფიზიკურად გადაგვარჩინა, როგორც ერი. ჩვენ წინაპრებს მათი მშენებლობისთვის უამრავი ენერგია და რესურსი აქვთ ჩადებული, რაც მთავარია, უამრავი სისხლია დაღვრილი იმისთვის, რომ უბრალოდ გადავრჩენილიყავით. ჩვენ ვართ ვალში ამ მემკვიდრეობის წინაშე და ახლა დადგა დრო, რომ მათ ახალი ფუნქცია მოვუძებნოთ. თემატური მოკვლევის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მოვიფიქროთ ახალი შინაარსი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველ სამუშაო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში, ხერთვისის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა.