კახა კალაძე: ოპოზიციურ პარტიებს არავითარი სურვილი არ აქვთ იმისა, რომ პოლარიზაცია დასრულდეს

„ოპოზიციურ პარტიებს არავითარი სურვილი არ აქვთ იმისა, რომ პოლარიზაცია დასრულდეს, ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს, სწორად განვითარდეს ქვეყანა, სადაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ჩართული იქნება სხვადასხვა კონკრეტული პრობლემის გადაჭრაში”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდება.

„შეიძლება, ყველა საკითხზე ერთნაირი მოსაზრებები არ გვქონდეს, აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს, მაგრამ ეს ჯანსაღი, კონსტრუქციული იყოს და არა ისეთი, რასაც ვხედავთ და ვისმენთ. ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ეს ტექნიკური მთავრობის თემა არის სრული სისულელე. ჩვენი თუ არ სჯერათ, ევროპელი, დასავლელი პარტნიორებიც მიუთითებენ ამაზეც. საქართველოს დღეს ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდება და ამას ხალხი გადაწყვეტს, თუ უნდა „ქართული ოცნება“ შეინარჩუნოს ხელისუფლებაში. 2024 წელს იქნება საპარლამენტო არჩევნები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები