ირაკლი კობახიძე: სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ ერთად რომ გამოვიდეს არჩევნებში, როგორც პოლიტიკური პარტია, მერწმუნეთ, 1%-საც ვერ აიღებენ

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ არჩევნებში ერთად რომ გამოვიდეს, როგორც პოლიტიკური პარტია, 1%-საც ვერ აიღებენ.

„მათ პირდაპირ დააფიქსირეს საკუთარი პოლიტიკური ამბიცია და ახლა უჭირთ, გამოვიდნენ ამ პოლიტიკური ნიშიდან. დღეს ისედაც არიან პოლიტიკაში და ახლა ფორმალურადაც უნდათ იქ შესვლა. როდესაც ენჯეო რეალურად არის პოლიტიკურად პარტია, გამჭვირვალობისთვის კარგი იქნება, რომ მას დაერქვას კიდეც პოლიტიკური პარტია. ამას თუ გააკეთებენ, ეს იქნება იდეალური. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას არ აქვთ კომპეტენცია, არც რაიმე სხვა რესურსი, არც ინტელექტი და არც ლეგიტიმურია, მაგრამ აქვთ სიმდიდრე, ანუ ფინანსური რესურსები, რაც აძლევთ იმაზე მეტ გავლენას, ვიდრე სხვა ორგანიზაციებს, რომლებსაც მეტი ინტელექტი და კომპეტენცია აქვთ. როდესაც ისინი გაფორმდებიან პარტიებად, ისინი პირდაპირ შევლენ პოლიტიკურ პროცესში, გამჭვირვალედ მიიღებენ და დახარჯავენ ფინანსებს და მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. მერწმუნეთ, სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ ერთად რომ გამოვიდეს არჩევნებში როგორც პოლიტიკური პარტია, 1%-საც ვერ აიღებენ მოსახლეობისგან“, – აცხადებს კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები