ირაკლი კობახიძე: ოლიგარქის ცნება ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება, ამ ცნების ქვეშ შეიძლება, მოექცეს არაერთი პირი, რომელიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთანაა დაკავშირებული

ოლიგარქის ცნება ბიძინა ივანიშვილს არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება – ის არც პოლიტიკაშია ჩართული, არც მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში. არცერთი ფაქტი არ არსებობს ამ კუთხით. მაგრამ ამ ცნების ქვეშ შეიძლება, მოექცეს არაერთი ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილსა და მის მედიასაშუალებებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შინაარსი სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა დაზუსტდეს.

„კანონი სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა დაზუსტდეს. ჩვენ წარმოვადგინეთ გეგმა, რომელიც პასუხისმგებელ სუბიექტებს ითვალისწინებს. ეს თემა, მათ შორის, კანონპროექტი,მისი დეტალები კონკრეტულ ფორმატში განიხილება. ამის თვის, ვადებიც დავაზუსტეთ. დანარჩენი დეტალები უნდა დაზუსტდეს სამუშაო ფორმატში, ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით. ამისთვის, შეიძლება, უკრაინული კანონიც გამოვიყენოთ. სამუშაო ჯგუფი უნდა შეჯერდეს, თუ ვინ არის ოლიგარქი და საქართველოში ს ცნება ვის მიესადაგება. ჩემი აზრი არაერთხელ ვთქვი – ოლიგარქის ცნება ბიძინა ივანიშვილს არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება მარტივი მიზეზის გამო, კლასიკური დეფინიციით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული სოლიდური თანხა და ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში ან ფლობს გავლენას მედიაზე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც პოლიტიკაშია ჩართული, არც მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში. არცერთი ფაქტი არ არსებობს ამ კუთხით. შესაბამისად, ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მის მედიასაშუალებებთან. ეს არის სურათი, დანარჩენს სამუშაო ჯგუფი დააზუსტებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები