ახალ ხიბულაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სავარდიოს უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა.

რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 989 ათასი ლარი შეადგინა. 2.4 -კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და ამოიწმინდა კიუვეტები.

მიმდინარე წელს შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საჯიჯაოს, ჭალადიდის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა; ხოლო, ძველ ხიბულაში და შუა ხორგა – ახალსოფლის დამაკავშირებელ გზაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები