შალვა პაპუაშვილი: ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მიმართავს იმ სუბიექტებს, რომელთაც საკონსტიტუციოსთვის სარჩელით მიმართვის უფლება აქვთ

ომბუდსმენს ეს უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ მან განაცხადა, რომ ის მიმართავს იმ სუბიექტებს, რომელთაც ეს უფლებამოსილება აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

„ჩემი განსახილველი საკითხი არ არის, თუკი შესაბამისი სუბიექტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამ შემთხვევაში, ომბუდსმენს ეს უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ მან განაცხადა, რომ ის მიმართავს იმ სუბიექტებს, რომელთაც ეს უფლებამოსილება აქვთ. მათ შორის, ესენი არიან დეპუტატებიც. სარჩელს თუ შეიტანენ, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები